ეუთო-ს მინისტერიალზე, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდეს.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა.
მინისტერიალი 5-6 დეკემბერს არის დაგეგმილი და მას მალტა მასპინძლობს.
მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია მიწვეული და თუ ის მალტაში ჩავა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სერგეი ლავროვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყანას ეწვევა.
სერგეი ლავროვი ევროკავშირის სანქციების სიაშია შეყვანილი, მაგრამ საერთაშორისო შეხვედრაზე დასწრების მიზნით მოგზაურობაზე შეზღუდვის დროებით მოხსნაა შესაძლებელია.
„ლავროვის შესაძლო ვიზიტი ხდება იმ მზარდი ნიშნების ფონზე, რომ დასავლური ქვეყნები, როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ მოსკოვს დიპლომატიურ დონეზე. კერძოდ, ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორი წლის განმავლობაში პირველად დაურეკა“, – წერს იოზვიაკი.