სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა საომარი მდგომარეობა გააუქმა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გუშინ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და მან მიმართა ასეთ ზომას კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად.
კომენტარები