ნიუ-იორკში, სადაზღვევო კომპანია UnitedHealthcare-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან ტომპსონი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია UnitedHealthcare-ი ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა აშშ-ში.
ბრაიან ტომპსონი სასტუმრო „ჰილტონთან“ მოკლეს, სადაც მას მონაწილეობა უნდა მიეღო საინვესტიციო კონფერენციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მას ზურგში და ფეხში ესროლა.
პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა.
კომენტარები