ფრანგული გამოცემა Le Point-ის დაკვეთით ორგანიზაცია Cluster17-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის 54% სურს, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს და რიგგარეშე არჩევნები 2025 წელს ჩატარდეს.
გამოცემის მტკიცებით, ასეთი მაჩვენებელი არა მხოლოდ პოლიტიკურ უნდობლობაზე მეტყველებს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფრანგების უმეტესობა ვერ ეგუება მოქმედ აღმასრულებელ ხელისუფლებას და იმედგაცრუებულია.
გარდა ამისა, გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს მიშელ ბარნიეს და მის მთავრობას დანიშვნის დროს 49,3% უჭერდა მხარს, ხოლო შემდეგ ეს მაჩვენებელი 36% დაეცა.
ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც ბარნიემ სადავო გზით გამოიყენა სპეციალური უფლებამოსილება, რათა ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე გაეტარებინა. ბარნიეს მთავრობის გადადგომის შემდეგ ოპოზიციამ მაკრონსაც გადადგომისკენ მოუწოდა.