თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, შურისძიების მოტივით ჩადენილი არჩილ მ.-ს მკვლელობისათვის ბრალდებულ ავთანდილ ა.-ს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ავთანდილ ა.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა.
”სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, ბრალდებული ავთანდილ ა. დამნაშავედ სცნო მის მიმართ ბრალად წარდგენილ დანაშაულში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
მკვლელობისათვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2017/04/13 16:19:11

ნანახია: 1299 ჯერ