უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინამ ომში პირველად გამოიყენა ადგილობრივი წარმოების რაკეტა-დრონი.
„უკრაინული იარაღი, რომელიც უკვე გამოვიყენეთ ბრძოლაში. დღეს ჩვენ თავდაცვის ძალებს პირველი პარტია გადავეცით“, – დაწერა ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი რაკეტა-დრონის სერიული წარმოება უკვე დაიწყო. მისი სიჩქარე 700 კმ/სთ შეადგენს, ხოლო ფრენის მანძილი 700 კილომეტრია.
კომენტარები