კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ალეკო ელისაშვილიც.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი, 4 დეკემბერს, სამართალდამცავებმა „ქორთიად მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები