ერთადერთი რაც გვრჩება, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ამბოხების უფლებაა, – განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე.
„სურს რომ დაფიქრდეთ, რატომ მივიდა ეს საზოგადოება ამ აზრამდე. რა ალტერნატივა დაუტოვა, მათ შორის სასამართლომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან სამშობლოსთვის? საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ყველანაირი სამართლებრივი რეჟიმი გათელილია და საზოგადოებას და მათ შორის მეც, გვრჩება ერთადერთი საერთაშორისო სამართლის პრინციპის გამოყენება, რაც გვაძლევს ამბოხების უფლებას და წინააღმდეგობის გაწევის უფლებას. ჩვენი ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – განაცხადა ცეცხლაძემ.
კომენტარები