მინდა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ვურჩიო, რომ ბევრად უფრო ჯანმრთელი მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ის მონაწილეობა, რასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს პოლიტიკაში იღებენ, საერთოდ მოკლებულია ჯანმრთელობას, ეს უფრო კლინიკას მაგონებს, რადგან რამდენადაც ამ ექსტრემისტულ ძალებს დაბნელებული აქვთ თვალები და რევანშისტულად უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, სხვა პოლიტიკოსებიც ამაში არიან ჩართულები და ძალიან არაჯანსაღ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.
კომენტარები