„იმედი“, როგორც ყოველთვის, ახლაც გმობს ამ ძალადობას. მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგენილი იყვნენ დამნაშავეები, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამავე გადაცემის წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
მან იმედი გამოთქვა, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან და დაუბრუნდებიან თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
„უმძიმეს კადრებს ვადევნებდით თვალ-ყურს ცოტა ხნის წინ. კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე, ოპერატორი გიორგი შეწირული არიან ნაცემები, დაშავებულები.
„იმედი“, როგორც ყოველთვის, ახლაც გმობს ამ ძალადობას. მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგენილი იყვნენ დამნაშავეები. იმედია, მაკა და გიორგი მალე გამოჯანმრთელდებიან და დაუბრუნდებიან თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.