პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 988 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.
პაკეტი მოიცავს აღჭურვილობას სარაკეტო სისტემებისთვის და უპილოტო საფრენ სისტემებს. პაკეტი ასევე მოიცავს ტექნიკური მომსახურების პროგრამების მხარდაჭერას.
როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი პაკეტის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინა ინსტრუმენტებით, რომლებიც მას სჭირდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად.
კომენტარები