სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ. მათ კონტროლს უკვე დაექვემდებარა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი. არაბული მედიის ინფორმაციით, არმიის სარდლობამ უკვე აცნობა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომ ასადის რეჟიმი დაეცა.
მანამდე სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა. ამბოხებულებმა სრული კონტროლი დაამყარეს ალეპოზე, ჰომსსა და ჰამაზეც.
კომენტარები