საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საფეხბურთო კლუბი „მილანის“ პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის „მილანიდან“ წასვლას გამოეხმაურა.
„უსაზღვრო მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბერლუსკონის იმისათვის, რაც მან გააკეთა, რათა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით. მან საოცარი გუნდი შექმნა. ჩემთვის პატივია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. “მილანი” ჩემს გულშია“, – დაწერა კახა კალაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე.
13 აპრილს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის გაყიდვის პროცესი დაასრულა.
კომენტარები