ამ ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური და აგრესიული – ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეროვნულ ინტერესს. გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას სხვა ფორმით“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომენტარები