მე არ მინდა ის სცენარი ვნახო ჩვენს ქვეყანაში, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რეზიდენციიდან არ გამოვა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია ინჯიამ.
„ეს კიდევ ერთხელ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს და ისტორიას“, – დასძენს ინჯია.
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. ორბელიანების სასახლე სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, 29 დეკემბრამდე უნდა დატოვოს.
კომენტარები