განცხადებები, რასაც ვისმენთ, თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, დედაქალაქის მერმა უკრაინას მშვიდობა უსურვა.
„რეალურად, უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს მათ უმძიმეს მდგომარეობაზე. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვროკავშირის სამიტის მონაწილეებს მიმართა: „თბილისში მოქმედი მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზეწოლა“.