საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია და არაფერი აქვს სათქმელი, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებითაც.
მისი თქმით, ოპოზიცია თავის ბედს მალე შეეგუება და შესაძლოა თებერვალში პარლამენტშიც შევიდნენ.
“დღეს, რუსთველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია და არაფერი აქვს სათქმელი, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებითაც. მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება შეგვასწრონ პარლამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები