ოკუპანტებმა არცევის სასაფლაოზე საქართველოს 3 მოქალაქე ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ჯარიაშენის მკვიდრები – ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რეზო სრესელი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ გათავისუფლებაზე მუშაობს. უწყებამ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა.
კომენტარები