საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განიხილეს სამომავლო პროექტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-დაცვის საკითხსაც.
კომენტარები