საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
”წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი”
კომენტარები