საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი №23 ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან დავით კოდუა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
„ოკუპირებულ აფხაზეთის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა საშინელებამ ყველა შეგვძრა. ეს არის ტრაგედია, რომლის დროსაც სიტყვებს ძალა ეკარგება. უმძიმესია ტკივილი, რომელსაც ახლა მშობლები და ნათესავები ხუთი ანგელოზის დაღუპვით განიცდიან. პირადად ვიცნობდი ამ ოჯახს და სიცოცხლით სავსე პატარებს. ღმერთმა გამძლეობა მისცეს მშობლებს“, – წერს სოციალურ ქსელში დავით კოდუა.
კომენტარები