ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობები დააყენა. ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობდნენ გირაოს სხვადასხვა ოდენობით, ასევე, თავდებობას. დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს დაკავებულებმა – ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და რეზო კიკნაძემ.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები