The New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა.
„ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში, სავსეა მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმულია საქართველოს ბუნებრივი სილამაზით. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა ევროპის ათობით ქალაქიდან პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყეს, ქუთაისი მოგზაურებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა“ – ნათქვამია ნიუ-იორკ ტაიმსის სტატიაში
კომენტარები