გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქეთი დოლიძის ვაჟის თორნიკე ბზიავას შესახებ წერს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმ ადამიანებს აგინა, ვინც აქციებში მონაწილეობას არ იღებს.
“ეხლა რაც შეეხება მოქალაქე ბზიავას, რომელმაც ყველა აგინა, ასევე თქვენც ნაცებო, იმიტომ რომ თქვენც უყურებთ ტელევიზორს. მაგრამ დედის რძესავით შეირგეთ. თქვენ ხომ თავმოყვარეობა არ გაქვთ და შესაბამისად სხვისიც არ გაინტერესებთ. მოქალაქე ბზიავა, 2015 წელს, თუ არ ვცდები დეკემბერში, ნარკოტიკული ნივთიერების დიდი რაოდენობით (ძალიან დიდი, სარეალიზაციო რაოდენობა) იყო დაკავებული თბილისის აეროპორტში. რა დროსაც, ადრე და დღეს პუტჩისტთა დამცველმა ქალბატონმა ქეთიმ, სამყარო შეაწუხა რომ კანონი მისდამი სრული სიმკაცრით არ ამოქმედებულიყო. თორნიკე კორნელიჩ, ეხლა გაქვს პრეტენზიები შე ჩია კაცო, ქართულ სამართალთან??”