„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აბუ – დაბიში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე წერს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, აბუ- დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მორიგი პროვოკაცია იყო, რომელიც ლაშა გაბიტაშვილმა მოაწყო.
„ნაძირალა ლაშა გაბიტაშვილის მორიგი პროვოკაციული საქციელი- საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ამჯერად ჯოხი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძეზე გადატეხა. აბუ-დაბის პოლიციას დააჭერინა ადამიანი, რომელიც კონფლიქტს სასტუმროს რესტორანში სრულიად შემთხვევით შეესწრო და ქართველ დეპუტატებს ემოციურად მხარი დაუჭირა.
მას შემდეგ, რაც პროვოკატორი ლაშა გაბიტაშვილი მიხვდა, რომ პოლიციასთან სამართლებრივად ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის წინააღდეგ ვერაფერს გახდებოდა, რადგან პროვოკაციული ქმედებები, მათ შორის დეპუტატების ლანძღვა-გინება სწორედ მისგან დაიწყო და ადგილობრივ სამართალდამცველებს ამის დამადასტურებელი მასალებიც ჰქონდათ, გადაწყვიტა ყველაფერი უბრალო მოქალაქე გიორგი გოგოლაძისთვის დაებრალებინა. გოგოლაძე გაბიტაშვილის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს რამდენიმე დღის განმავლობაში უყურებდა, დაპირისპირების დროს კი ემოციურად ვეღარ მოითმინა და გაბიტაშვილს თეფში ესროლა.
დიახ, აი ასეთია მორიგი „გულანთებული ახალგაზრდა“ ლაშა გაბიტაშვილის სახე. იქ სადაც მიხვდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს გახდებოდა და საბოლოოდ ისევ თავისი დანაშაული გამოიკვეთებოდა, პოლიციას უბრალო მოქალაქე დააჭერინა.
ამჟამად აბუ-დაბის პოლიციას სამწუხაროდ მხოლოდ გოგოლაძე ჰყავს დაკავებული, უბრალოდ მოქალაქე, რომლის ბედი სწორედ ახლა ირკვევა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.