ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ ევროკომისიას მოუწოდა, შეამციროს რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი, რომელიც ამჟამად ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ზომები, რომლებიც მიმართულია ნავთობის ექსპორტის შემოსავლების შეზღუდვისკენ, გადამწყვეტია, რადგან ისინი ამცირებენ რუსეთის შემოსავლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“, – ნათქვამია შვედეთის, დანიის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ერთობლივ წერილში.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა დადგა დრო, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სანქციების გავლენა G7-ის მიერ დაწესებულ ნავთობის ფასის ზღვარზე“, – აღნიშნულია წერილში.
კომენტარები