ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების მომავალი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ გვსურს, რომ იყოს ხანგრძლივი მშვიდობა. არ ვიცი როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ მე ვიცი, რომ მშვიდობა არ იქნება, თუ პუტინი მიიღებს იმას, რაც სურს უკრაინაში. რადგან შემდეგ ის გააგრძელებს წნეხს. წარსულში ომის დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო. საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ისევ 2022 წელს – რა იქნება შემდეგი სამიზნე?“ – აღნიშნა მარკ რუტემ.
კომენტარები