უკრაინაში შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი დააკავეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურში განმარტავენ, რომ ჩინოსანის ქონება 3-წლიანი ომის განმავლობაში მილიონი დოლარით გაიზარდა. გამოძიება არმიის მთავარ ფსიქიატრს არალეგალური გზით გამდიდრებას ედავება, კორუფციული სქემებით ის მამაკაცებს სამხედრო სამსახურის თავის არიდებაში ეხმარებოდა.
სახლსა და ოფისში ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მის სახლსა და ოფისში 150 ათას დოლარსა და 35 ათას ევროს მიაკვლიეს. ასევე უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, მან 6 ძვირადღირებული სახლი და 4 ავტომობილი შეიძინა.
ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ჩინოსანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები