საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და ქულათა სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
“მესამე მოსმენით განვიხილეთ საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი. ეს კანონი ძალაში შევა 1 ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება, დავიწყეთ უკვე მუშაობა რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის. და ორი თვის განმავლობაში, რომელიც ჩვენ დავიტოვეთ პრაქტიკულად იმისთვის რომ მოქალაქეებს სწორად განვუმარტოთ, რომ მათ სწორად ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ახალი წესები იქნება, როგორ აღსრულდება ეს წესები, სწორედ ამ დროის მანძილზე იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით ყველამ იცოდეს თუ როგორ უნდა შეამოწმონ რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება.”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.