ჩვენს ქვეყანაში შემოქმედი ადამიანების მიმართ სწორი პოლიტიკა არ არის – ამის შესახებ კახა ცისკარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“ჩვენი საერთო პოლიტიკა შემოქმედი ადამიანების მიმართ არასწორია. ვგულისხმობ იმას, რომ ყურადღება არ ექცევა. რატომ ტოვებენ ნიჭიერი ადამიანები საქართველოს? იმიტომ რომ არის სწორი პოლიტიკა შემოქმედი ადამიანების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს არა მარტო ახლა, არამედ ზოგადად. ნაკლებად განიხილება ეს საკითხი, ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, თუმცა შემოქმედებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ქართველი ადამიანები ყველაზე გამჭრიახე და შემოქმედები არიან და ამით არსებობს ჩვენი ქვეყანა დედამიწაზე. შემოქმედებას ძალიან დიდი ძალა აქვს და შეუძლია ძალიან დიდი საკითხები გადაწყვიტოს”, – აცხადებს კახაბერი.
მისივე თქმით, ის სხვის მაგივრად სათქმელს ვერ იტყვის, თუმცა ყველა ის ქართველი ადამაინი სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს მისთვის ქართველი ჯარისკაცია.
“ვიყავი წასული, ძალიან არ გახმაურებულა, ვიყავი აპოლიტიკურ გადაცემაში. ჩემი მეგობრის ნატალია ანდრეევნას გადაცემაში, რომელიც არის კომედი ვუმენი. მქონდა წვეულება, იყო ჩვენი თანამოაზრეები, რაც მინდა დავაფიქსირო, რომლებმაც ჩემი პოზიცია ძალიან კარგად იციან. ყოველთვის და ყველგან ჩემს სათქმელს ვამბობ, იმიტომ რომ მე ვარ ქართველი და ვიცავ ინტერესებს. ჩვენ ერთ საკითხში უნდა შევჯერდეთ თუ რა ინტერესი გვაქვს? ვერც გავამტყუნებ ზოგიერთ მსახიობს, რომლებსაც ელემენტარულად საარსებო არა აქვს. მე მაქვს ჩემი პროტესტი და პროტესტის ფორმა, მაგრამ სხვისი მაგივრად ვერაფერს ვერ ვიტყვი. იქნება იმ ადამიანს ისე უჭირს, რომ შვილის საჭმელი ფული არა აქვს და ამ შვეთხვევაში პოლიტიკა მეორე, მესამე ხარისხოვანია. ყველა ის ქართველი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და მოღვაწეობდეს ჩემთვის ქართველი ჯარისკაცია”- აცხადებს ციკარაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მანსანკანზე ქართველების მონაწილეობამ, საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება უარყოფითად შეხვდა ქართველი იუმორისტების გამოსვლას.