პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „მზია ამაღლობელი ძალიან ძლიერი იარაღია”.
„პრეზიდენტი ხალხთან კი არა, ხალზე მაღლა უნდა იყოსო – ასე მაღლიდან უყურებს ის [სალომე ზურაბიშვილი] საქართველოს და ქართველ ხალხს. თუმცა, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით რა განცხადებაც გააკეთა, ფაქტობრივად კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ის ადამიანებს ადამიანებად არ აღიქვამს. ისინი აქეზებენ მზია ამაღლობელს, რომ ბოლომდე მიიყვანოს თავისი შიმშილობა, რადგან მსხვერპლი რომ სჭირდებათ, თუნდაც, ამ მსხვერპლად გამოადგეთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარები