ქალბატონი კალასის მეუღლე, როდესაც ესტონეთში კალასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სერიოზულ სკანდალში ამხილეს. პირველ რიგში ასეთ საკითხებს უნდა მიხედოს, რომ შემდეგ თავს უფლება მისცეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებებთან დაკავშირებით.
„როდესაც მათ აწყობთ [ევროპელ მაღალჩინოსნებს], რომ ეუთო/ოდირის დასკვანზე ისაუბრონ, მაშინ საუბრობენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნას უნდა დაველოდოთო. არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რომ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, სადაც პირდაპირ არის დაწერილი, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და ის, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, როდესაც არ აწყობთ, აშავებენ ეუთო/ოდირს. ამბობენ, რომ რა მნიშვნელობა აქვს ეუთი/ოდირის დასკვნაში რა არისო. ეს არის პირდაპირი ორმაგი სტანდარტი. ქალბატონი კალასის მეუღლე, როდესაც კალასი ესტონეთში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სერიოზულ სკანდალში ამხილეს, რომ მას ბიზნესი აქვს რუსეთში და მსხვილ დივიდენდებს იღებს. დღემდე არ აქვს ამაზე პასუხი გაცემული. შესაბამისად, პირველ რიგში ასეთ საკითხებს უნდა მიხედოს, რომ შემდეგ თავს უფლება მისცეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.