გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება, რადგან ამას შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება.
უკრაინაში ომი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გერმანიის კანცლერობის ორი კანდიდატის, ოლაფ შოლცისა და ფრიდრიხ მერცს შორის პირველი წინასაარჩევნო დებატებისას.
ფრიდრიხ მერცმაც განაცხადა, რომ ომში მყოფი ქვეყანა ალიანსის წევრი ვერ გახდება. გერმანიის კანცლერობის ორივე კანდიდატი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებას სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით შეძლებს.
ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს არის ჩანიშნული.
კომენტარები