საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, სამშაბათს, 25 აპრილს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩაზე შპს „ლისი-ფო”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, გაგარინის ქ. №18, ვაზისუბნის ქ. № 12, ზემო ვეძისის ქ.№ 103-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ვაზისუბნის, არდაზიანის, ზემო ვეძისის I და II ჩიხის, ასევე მიმდებარედ არსებული ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
აგრეთვე, ინტენსიფიკაციის ქუჩაზე მდებარე სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო – 112“-ის შენობას, გაგარინის ქ. №29 – ში მდებარე ”საქართველოს ბანკის” სათაო ოფისს, მარშალ გელოვანის გამზირი №2- ში მდებარე რადიო ”ფორტუნას” შენობაში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, გელოვანის გამზირზე, ნაკვ, 3/3-ში – რესტორან „ვეფხი და მოყმეს“ (შპს „ხარება-777) და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ და კომუნალურ ობიექტებს.
გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე . შპს ” ყაზტრანსგაზ – თბილისი ” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ”ყაზტრანსგაზ – თბილისი” პასუხისმგებელი არ არის .
კომპანიის იონფორმაციით, დამატებითი შეკითხვებისათვის აბონენტები უნდა დაუკავშირდნენ ქოლცენტრს ნომერზე: 240 40 04