ვიდრე პრემიერობაზე იფიქრებს, ჯერ არჩევნების მოგებაზე დაფიქრდეს, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ანი მიროტაძე პაატა ბურჭულაძის სურვილს, პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით.
„რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მიროტაძემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო საქმიანობის გამოცდილება პაატა ბურჭულაძეს არ აქვს.
„პრემიერ-მინისტრობის სურვილი ხმაურიანი განაცხადია პაატა ბურჭულაძის მხრიდან, ვიდრე პრემიერობაზე იფიქრებს, ჯერ არჩევნების მოგებაზე დაფიქრდეს. გადალახონ ბარიერი და შეიყვანონ მაჟორიტარები. არჩევნები რთული და გრძელვადიანი მარათონია, პაატა ბურჭულაძეს ამის გამოცდილება არ აქვს და არც მის გვერდით მყოფ ადამიანებს”,-განაცხადა მიროტაძემ.
კომენტარები