საფრანგეთი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, პარიზმა შეხვედრაზე მიიწვია იმ ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც პირველ სამიტზე არ იყვნენ.
წყაროს თქმით, მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან: ნორვეგია, კანადა, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
ცნობისთვის, 17 თებერვალს პარიზში გამართულ შეხვედრას რვა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერასა და თავდაცვაში ინვესტიციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.