აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ელოდება ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ამერიკაში ვიზიტს, მაგრამ ტრამპს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
ტრამპის თქმით შესაძლებელია, რომ ამერიკამ და ჩინეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმონ.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბოლოს ამერიკაში 2023 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, პრეზიდენტობის განმავლობაში კი ის ამერიკაში ხუთჯერ არის ნამყოფი.
დონალდ ტრამპს და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი ტრამპის ინაუგურაციამდე შედგა, მაშინ ლიდერებმა „ტიკ ტოკზე“, ვაჭრობასა და ტაივანის საკითხზე ისაუბრეს.
კომენტარები