აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკას გრენლანდია სჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაღაც უნდა მოვუხერხოთ გრენლანდიას, ჩვენ უნდა დავიცვათ გრენლანდია. ის ჩვენ გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის, და რაც მთავარია, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, – თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ გრენლანდიის საკითხი ევროპასა და რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასრულების კონტექსტში განიხილებოდეს, ტრამპმა თქვა, რომ არა.
„არა. არა. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება, ალბათ ახლა უფრო მეტად, ვიდრე 20-30 წლის წინ, როცა ისინი თავად საუბრობდნენ ამის შესახებ“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ გრენლანდია აშშ-ს უნდა შეუერთდეს. ის დანიას მაღალი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ოფიციალური კოპენჰაგენი კუნძულზე უარს არ იტყვის.