მძღოლი, რომელიც ავტობანზე მომხდარ იმ ავარიაში მონაწილეობდა, სადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, “იმედს“ დაუკავშირდა.
ავთანდილ ქაცარავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავარიის დროს მანქანებს ტრაილერმა გადაუარა. მისი თქმით, მერსედესის ტიპის ავტომანქანა გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც საავარიო მდგომარეობა შეიქმნა და სატვირთო მანქანა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გზიდან ამიტომ გადაიყვანა. სწორეს ამ დროს დაზიანდა ავტობანზე ჯებირი.
6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 23 აპრილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 7 თვის ფეხმძიმე ქალი იყო.
ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებში მსხდომი პირებიდან ყველა გარდაიცვალა, რადგან, იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა.