“ევროპის მოწინააღმდეგე არ ვარ. ევროპელი ვარ. რა თქმა უნდა, უპირველესად – ფრანგი და ევროპელიც”, – განაცხადა მარინ ლე პენმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში.
“ნაციონალური ფრონტის” ლიდერი, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ამომრჩეველს საფრანგეთის ევროკავშირიდან და ნატო-დან გაყვანას, ეროვნული ვალუტის – ფრანკის დაბრუნებას, მიგრანტების რაოდენობის შემცირებას და რადიკალურ ისლამთან ბრძოლას ჰპირდება; საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებას ემხრობა; აკრიტიკებს გლობალიზაციას.
კომენტარები