თურქეთში, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 800-მდე პირი დააკავეს, – იუწყება თურქული გამოცემა Hurriyet.
პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის 81 პროვინციაში განხორციელდა რეიდები, რომლის სამიზნე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო სტრუქტურები იყო.
პოლიციის განცხადებით, ამ მომენტისთვის 803 ეჭვმიტანილია დაკავებული. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, ოპერაცია კიდევ გრძელდება.
კომენტარები