უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
„ახლახან ევროკავშირის საბჭომ ელჩების დონეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა“, – განაცხადა მან.
კომენტარები