საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ სირიის მთავრობამ ოთხ აპრილს იდლიბში სწორედ ზარინის მხუთავი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ჟან-მარკ ერომ განუცხადა.
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ხან-შეიხუნში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბაშარ ალ ასადის რეჟიმია.
იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში მეამბოხეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმა 4 აპრილს განხორციელდა, რის შედეგადაც 72 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი გარდაიცვალა.
კომენტარები