თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ევროპულ მომავალზე და სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაზე ილაპარაკა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტი ასადის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ვერ გადაწყდება.
“სირია უნდა გათავისუფლდეს ასადისგან, რომ კონფლიქტის მოგვარების გზა გამოჩნდეს… ვიდრე ის ხელისუფლებაშია, პრობლემა ვერ გადაწყდება”, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
მან სირიის კონფლიქტში რუსეთის პრეზიდენტის პოზიციის ცვლილებაზეც ილაპარაკა და იმაზე მიანიშნა, რომ პუტინის მიდგომა შერბილებულია.
ერდოღანის თქმით, მას ვლადიმერ პუტინმა უთხრა, რომ ის ასადს არ იცავს და არ არის მისი ადვოკატი.
ერდოღანის თქმით, ახლა პუტინმა, ტრამპმა, თურქეთმა, ირანმა, საუდის არაბეთმა და კატარმა სირიის კრიზისის მოგვარებისთვის აქტიური როლი შეასრულეს.
“ვფიქრობ, შევძლებთ გაერთიანებას და დავეხმარებით სირიელ ხალხს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება”, – თქვა ერდოღანმა.