გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ქუჩების ნაწილს 27 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
11:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ბოჭორიშვილის, კაჭარავას, კობერიძისა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 17:00 საათამდე – ნავთლუღის II დასახლების, თვალჭრელიძის, მაისურაძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის, საჯაიას, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს; 10:30-დან 18:00 საათამდე – რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოველიძის, ზანდუკელის, თორაძის, კერესელიძის, მაყაშვილის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ამასთან, 10:00-დან 17:00 საათამდე 2-2 საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარაშვილის ქუჩას. 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება სოფელ დიღმის და სოფელ ზურგოვანის მცხოვრებლებს.
ასევე, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მცხოვრებლებს; 12:00-დან 13:00 საათამდე – შარტავას ქუჩას; 14:00-დან 15:00 საათამდე – აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სიხარულიძისა და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:30-დან 17:00 საათამდე – თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას და მუხრანის ქუჩას; 10:00-დან 18:00 საათამდე – ჩაჩავას, ჭიაურელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩებს; 11:00-დან 18:00 საათამდე – ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს; 12:00-დან 14:00 საათამდე – მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.