იმერეთში მცხოვრები გოგო დახმარებას ითხოვს. 23 წლის ახალგაზრდას, მეუღლე 4 წლის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა.
ამის შესახებ ძალადობის მსხვერპლმა “მაესტროს კონტაქტთან” საუბრისას აღნიშნა.
დაზარალებულის თქმით, მას ყოფილი მეუღლე ეუბნებოდა, რომ თუ მისი ცემის შესახებ ვინმე გაიგებდა, ოჯახის წევრებს მოუკლავდა.
“საშინელ პირობებში ვყავდი 4 წელი. ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ჩემი ყოველდრიურობა იყო. ერთხელ მთვრალი მოვიდა, დამაგდო საწოლზე და ცემა დამიწყო, ყვირილი რომ დავიწყე ბალიში დამადო და გაგუდვას მიპირებდა. სახეზე სულ დალურჯებული ვიყავი ხოლმე. იყო ერთი შემთხვევა, მან იარაღი მომადო, რომელიც იყო გადატენილი და მითხრა, თუ შენ ხმას ამოიღებ და შენი ცემის შესახებ ვინმეს ეტყვი, შენს ოჯახის წევრებს სიცოცხლეს გამოვასალმებო”,- განაცხადა ახალგაზრდა გოგომ “მაესტროს კონტაქტში”.
2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია.