ირაკლი სესიაშვილი მისი შვილის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წამოყენებულ ბრალდებებს აბსოლუტურ სიცრუეეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” თავხედობას საზღვარი არ აქვს. როგორც სესიაშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა, ქურდობის ფაქტი 2015 წლის მარტში მოხდა, როდესაც მისი შვილის ბავშვობის მეგობრის ავტომობილი გაქურდეს და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ საქმეში მისი ანაბეჭდებიც ფიგურირებდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავხედობას საზღვარი არ აქვს. ისინი ზღვარს გადავიდნენ, უკვე ოჯახს შეეხნენ და აბსოლუტურად სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება, ყველაფერია ერთად და ეს არვიცი, ვიგინდარა იოსელიანი კიდევ ბედავს და რაღაც პრესკონფერენციებს აწყობს იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ეს მხოლოდ მას შემდეგ დავადგინე, რაც უკვე ინფორმაცია გავრცელდა და ისევ და ისევ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებისგან გამოჟონა ამ ინფორმაციამ. ზოგიერთ მათგანს შეიძლება მადლობაც კი გადავუხადო.
საქმე ეხებოდა 2015 წლის მარტის ფაქტს, სადაც ერთ-ერთი მანქანა გაქურდეს და იქიდან რაღაც ჩანთა ამოიღეს. ამ მანქანაზე შესაძლებელია ჩემი შვილის ანაბეჭდებიც იყოს იმდენად, რამდენადაც ამ მანქანის მეპატრონე არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარი, ერთად არიან გაზრდილები ხუთი წლიდან და დღედაღამ ერთად არიან. ბუნებრივია, არავის გაუკვირდება, რომ ამ მანქანაზე სხვა ანაბეჭდებთან ერთად, ჩემი შვილის ანაბეჭდებიც მომხდარიყო და თავისთავად ცხადია, ეჭვმიტანილი ჩემი შვილი ვერ გახდებოდა”,-განაცხადა სესიაშვილმა.
