რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებისას ისეთ კომპრომისს არ დაუშვებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
ლავროვი უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაზე საუბრობს. ამასთან ლავროვის თქმით, მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას არ თანხმდება.
რუსეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვრებთან ნებისმიერი დროშის ქვეშ ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარების განთავსებას მოსკოვი საფრთხედ განიხილავს.
კომენტარები