უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის სიტყვებს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„ახლა ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან – ის რეალურად ამზადებს უარს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ზავის იდეა სწორია.
„თავად იდეა [უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ] სწორია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები