საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გადაცემა “გამომძიებელი რეპორტიორი”-ს ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას აანონსებს.
“გამომძიებელი რეპორტიორი” ახალ გამოძიებაზე იწყებს მუშაობას. თემა მძიმე და მტკივნეულია. ბევრისგან შეიძლება რისხვაც დავიმსახუროთ, არც მთლად უსაფრთხოა, მაგრამ უნდა გავრისკოთ.
უკვე მეორე კვირაა, ვაგროვებთ ფაქტებს რიტუალურ დანაშაულებში მოზარდების მონაწილეობის შესახებ. პარალელურად, კანიბალიზმში ბრალდებული ბიჭის საქმეს ვიკვლევთ.
უკვე გვაქვს მასალა, რომელიც საგანგაშოა! საჩვენებელია! საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ფაქტების სიღრმეები, რომლებსაც ყვითელი თოქშოუები პოლულარობის მოსაპოვებლად იყენებდნენ და ამით იქნებ ერთგვარ პროპაგანდასაც ეწეოდნენ. მოკლედ, “გამომძიებელი რეპორტიორი” ძალიან სკანდალურ ფაქტებს გადააწყდა.
გვაინტერესებს თქვენი, საზოგადოების, რჩევები – მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ და აქტუალურად სიღრმისეული კვლევები აი, ამ თემაზე.”- აცხადებს ლია ტოკლიკიშვილი.